აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობას გაეცნო

2012 წლის 31 ოქტომბერს, ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი  ქ-ნი დანიელა რიფი და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე.

იმერეთის  რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების  წევრებმა სტუმრებს  საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთეს და  ფოტო და ვიდეო მასალა გააცნეს.  მასპინძელი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სტუმრები სამოქალაქო კლუბის ოთახში  მიიწვიეს, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტითაა რეაბილიტირებული.


შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობის და წარმატებების შესახებ ისაუბრეს ქ-ნმა მარინა უშვერიძემ - სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა, ქ-ნმა ლიკა კილაძემ - ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა და ქ-ნმა ირინე ჯგერენაიამ  ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორმა.
შეხვედრის ბოლოს   ქ-მა დანიელამ შეხვედრაზე მყოფ საზოგადოებას მიმართა, ისაუბრა  სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე და მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა.


.,,აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ვნახე და მოვისმინე, ჩანს, რომ ძალიან აქტიურები და მონდომებულები ხართ. ვისურვებდი, რომ მომავალშიც ასე გააგრძელდეს.’’ - სთქვა მან.


 შეხვედრას ესწრებოდნენ  ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნ ანდრო ლოსაბერიძე,  საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.