მუხრანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი სტუმრად კათარზისში

2012 წლის 20 ოქტომბერს, მუხრანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ბურის“ წევრები ეწვივნენ თბილისის მოხუცებულთა თავშესაფარს „კათარზისს“. სტუმრობის მიზანი იყო გაეხალისებინათ ხანდაზმულებისთვის ერთი დღე და მათთან ერთად გაეტარებინათ დრო.

მოსწავლეებმა ხანდაზმულებს თავშესაფრის სააქტო დარბაზში კონცერტი გაუმართეს, საქველმოქმედო აქციის შედეგად მოამზადეს მათთვის საჩუქრები - ტკბილეული და ხილი  და დახმარება გაუწიეს თავშესაფრის მომსახურე პერსონალს.

აქციაში კლუბის 22  წევრი მონაწილეობდა,  ხანდაზმულები  უზომოდ გაახარა მოსწავლეების სტუმრობამ და რამდენიმე მათგანმა კონცერტის მსვლელობის დროს  საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა.