აზერბაიჯანულ სკოლაში საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ქართული ბიბლიოთეკა წარმატებით ფუნქციონირებს

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველ ქვეშის აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. სკოლის ადმინისტრაციამ კლუბის წევრებს  ორი ოთახი გამოუყო ბიბლიოთეკის შესაქმნელად. კლუბის მეურვესთან ერთად მოსწავლეება დაასუფთავეს და კეთილმოაწყვეს ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს ოთახები, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიძინეს წიგნების კარადა და ქართული წიგნები.
 
აზერბაიჯანული სკოლის ქართული ბიბლიოთეკა უკვეს 4 თვეა აქტიურად ფუნქციონირებს, აზრბაიჯანელმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს ქართული პოეზიისა და პროზის ნიმუშების გაცნობა, გაიზარდა თემის წევრების ინტერესი  ქართული ენის შესწვლისადმი, შესაბამისად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ქართული ენის გაკვეთილები ტარდება. სკოლის ადმინისტრაციამ, პროექტის ხელშეწყობის მიზნით დამატებით შეიძინა  ქართული წიგნები და გაამდიდრა სკოლის ქართული ბიბლიოთეკის წიგნსაცავი. 
 
23 ოქტომბერს ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიოთეკას ეწვივნენ მეზობელი აზერბაიჯანული სკოლების, გეტასა და ნახიდურის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებმაც გაიზიარეს თანატოლთა გამოცდილება. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. აკაურთის თემის (რომელშიც სოფ, ძველი ქვეშია გაერთიანებული)  ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გოდერძი მიქელაძემ შეხვედრის ბოლოს განაცხადა: 
„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში შემავალ ორ სოფელში , ძველი ქვეში და გეტა, ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. სასიხარულოა, რომ აზერბაიჯანულ სკოლაში მსგავსი პროექტის განხორციელება და სოფელში პირველი ქართული ბიბლიოთეკის შექმნა. იმედს ვიტოვებთ, მსგავსი სამოქალაქო აქტივობები გაგრძელდება მომავლშიც. სოფლის ტერიტორიული ორგანო არსებული რესურსების ფარგლებში მზადაა გვერდით ამოუდგეს სამოქალაქო კლუბებს თემისთვის სასარგებლო აქტივობების გახორციელებაში.“