სიღარიბესთან ბრძოლის დღე სამეგრელოში

2012 წლის 17 ოქტომბერს, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“  ფარგლებში ზუგდიდის #1, #10, #11, ოდიშის #1 და რუხის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა  დაარიგეს  სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბუკლეტები.
 
ბუკლეტები დამზადდა პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა ინიციატივით. მათ მოიძიეს ინფორმაცია და საჭირო მასალა ბუკლეტის დასამზადებლად. 
 
აქციაში მონაწილეობდა 15 აქტიური მოსწავლე სამოქალაქო კლუბებიდან.