სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღე აღნიშნეს სურამში

2012 წლის 17 ოქტომბერს, სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით სურამის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ჩვენ“  საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.  კლუბის წევრების ინიციატივით და   სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკოლაში მოსწავლეთა მიერ დამზადებული კულინარიული ნაწარმის  გამოფენა-გაყიდვა გაიმართა,  რომლის პარალელურად სკოლის სააქტო დარბაზში ფილმის ჩვენებაც მოეწყო. გაყიდული ბილეთების  და ღონისძიებიდან შემოსული თანხით  კლუბის წევრებმა საჩუქრები იყიდეს დევნილი ბავშვებისათვის, ხოლო  საკანცელარიო ნივთები  საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის.