სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაკურიანის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ  „სპექტრის“  ინიციატივით სოციალურად დაუცველ, სწავლაში წარმატებულ მოსწავლეებს, სასწავლო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები  გადაეცათ.


 ასევე, ბაკურიანის საჯარო სკოლაში მომზადდება „სიღარიბის დაძლევის კალათები“ დახმარების შეგროვების მიზნით. აქციაში მონაწილეობდა სკოლის ადმინისტრაცია,  მშობლები და თემის წარმომადგენლები. „სიღარიბის დაძლევის კალათებში“ შეგროვილი დახმარება   დაბაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.