სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნინოწმინდის # 2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ღონისძიება სახელწოდებით "ერთად დავამარცხოთ სიღარიბე" ნინოწმინდის #2  საჯარო  სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის არარატ ტტიანის ორგანიზებით მოეწყო, მოსწავლეებთან შესახვედრათ მოწვეული იყო ნინოწმინდის სოციალური სააგენტოს მუშაკი  აზა გოკორიანი.

ქ-ნი  აზა  სამოქალაქო კლუბის წევრებს ესაუბრა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო სიღატაკესთან ბრძოლის მხრივ, ასევე როგორ მუშაობს  სახელმწიფო პროგრამა  სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით და რა არის მთავარი მიზეზი რაც სიღარიბეს იწვევს მოსახლეობაში. მოსწავლეები აქტიურად  სვამდნენ შეკითხვებს  და თამამდ აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს თემასთან დაკავშირებით.