ტრენინგი თემაზე „ადვოკატირება_ სოციალური ცვლილებების საფუძვლები“

2012 წლის 10-11  ოქტომბერს საზოგადოება „ბილიკში“ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში გორის და გორის რაიონის სკოლის მოსწავლეებისათვის  ჩატარდა ტრენინგი  თემაზე „ადვოკატირება_ სოციალური ცვლილებების საფუძვლები. “
 
ტრენინგის პირველი დღე თეორიულ ნაწილს დაეთმო, განიხილეს შემდეგი თემები: ადვოკატირების არსი და მიზნები, ეფექტური ადვოკატირების  კამპანია და მისი ეტაპები, პროცესის წარმმართველის სხვადასხვა როლი, ადვოკატირების სახეები, ადვოკატირების შედეგების მართვა და მონიტორინგი.
 
ტრენინგის მე-2 დღეს მოეწყო ჯგუფური მუშაობა, მონაწილეებმა აირჩიეს მათთვის აქტუალური პრობლემა და იმსჯელეს მისი გადაწყვეტის გზებზე,  მოსწავლეებმა  განიხილეს სკოლის და თემის  მნიშვნელოვანი პრობლემები. 
ჯგუფური მუშაობის შემდგომ გააკეთეს პრეზენტაციები, იმსჯელეს ადვოკატირების კამპანიის სწორად დაგეგმვაზე, გადაწყვიტეს ტრენინგზე მიღებული ცოდნა  თანატოლებს გაუზიარონ და  მათ თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატირების კამპანია ჩაატარონ.  
 
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული სპეციალისტი. მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სკოლის 22 მოზარდმა.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ტრენინგის "ადვოკატირება-სოციალური ცვლილებების საფუძველი" ჩატარება ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის.
 
საზოგადოება „ბილიკი“