სამუშაო შეხვედრა სვანეთში

2012 წლის 14 ოქტომბერს, მესტიაში (ზემო სვანეთი) სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრა სვანეთის რეგიონის ოთხი პარტნიორი სკოლის  წარმომადგენლებთან. 
 
პროექტის კოორდინატორის გია ხასიას მიერ გაკეთდა პროექტის პრეზენტაცია, ჩატარდა მცირე გრანტების კონკურსის შესახებ კონსულტაციები და  გაიმართა საუბარი სამოქალაქო კლუბების მნიშვნელობაზე. დარიგდა სხვადასხვა საინფორმაციო მასალა.
 
სვანეთში შეხვედრის მიზანი იყო ამ რეგიონში ჩამოყალიბებული სამოქალაქო კლუბების გააქტიურება. 
 
ასოციაცია „ათინათი“