სემინარი სკოლის დირექტორებისთვის

2012 წლის 13 ოქტომბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე: „სკოლის მართვის მნიშვნელობა სამოქალაქო განათლების  ხელშეწყობაში“.  სემინარის მონაწილეები იყვნენ სკოლის დირექტორები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან. სემინარს უძღვებოდა ბ-ნი გიორგი გახელაძე,   სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონსულტანტი. 
 
სემინარზე წარმოდგენილი იყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია და რა წვრთნა გაიარეს სამოაქალაქო განათლების პედაგოგებმა პროგრამის ფარგლებში. შეხვედრის დროს მონაწილეებმა იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების სწავლებას სკოლაში, რაც თავის მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქის აღზრდის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში.