სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ბორჯომის #3 სკოლაში

2012 წლის 12 ოქტომბერს ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 20 სამოქალაქო განათლების პედაგოგს ღია გაკვეთილზე დასასწრებად. ღია გაკვეთილს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქ-ნი მანანა  დევდარიძე მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის ატარებდა. გაკვეთილს 26 მოსწავლე ესწრებოდა.
 
„აქტიური მოქალაქე“ იყო ახალი გაკვეთილის თემა. მასწავლებელმა ჯერ განვლილი მასალა გამოიკითხა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებს ეხებოდა. მოსწავლეებმა სლაიდების მეშვეობით მომზადებული დავალება წარმოადგინეს და ისაუბრეს, თუ რა შეცვალა  ადამინის უფლებებმა კაცობრიობის ისტორიაში. მოსწავლეებმა  შემდეგ შეასრულეს სიტუაციური სავარჯიშო - განიხილეს აქტიური მოქალაქისთვის დამახასიათებელი ნიშნები. კლასი აქტიურად მონაწილეობდა განხილვებში და დისკუსიებში. მოსწავლეები ავლენდნენ ინტერესს და ცოდნას. გაკვეთილის დასრულების შემდეგ დამსწრე პედაგოგებმა კომენტარი გააკეთეს და სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
 
ღია გაკვეთილი ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში.