შუქნიშანი სკოლის წინ

ქ.  ბათუმის #20 საჯარო სკოლა  მდებარეობს  ცენტრალური გზის გასწვრივ, სადაც მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქზე შემოვლის ძირითადი მარშრუტი გადის.  მრავალი წლის განმავლობაში სკოლასთან არ არსებობდა  საგზაო ნიშანი, რომელიც მძღოლებს მოუწოდებდა სიჩქარის შენელებას და არც შუქნიშანი.  მოსწავლეებს ხშირად უწევდათ რამოდენიმე წუთი ლოდინი სანამ დასრულდებოდა სატვირთო მანქანების კოლონა და  ვერ კვეთდნენ  გზას უსაფრთხოდ.  სამოქალაქო  კლუბ ,,ბალავარის’’წევრებმა წერილით  მიმართეს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თხოვნით მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა. შედეგად,  სამოქალაქო კლუბ „ბალავარის“ ინიციატივა დაკმაყოფილდა  და მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის  სკოლის წინ, გზაჯვარედინზე შუქნიშანი დაიდგა. 
 
ბათუმის განათლების განვითარების და  დასაქმების ცენტრი