„ერთი ლამაზი დღე“

2012 წლის 7 ოქტომბერს თბილისის #181 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება  ბავშვებისთვის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან. "ერთი ლამაზი დღე" ასე  ერქვა ინიციატივას, რომლის ფარგლებში 15-მა მოზარდმა, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო კლუბის მიერ ოგანიზებულ ღონისძიებებში, როგორიცაა: ინტელექტუალურ თამაშები,  ხატვის კონკურსი, ბავშვებმა ნახეს ფილმი „ყვირილი“, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვთა უფლებების დაცვას, გაერთნენ ატრაქციონებზე და მიიღეს საჩუქრები, ხოლო სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდნენ პრიზებით.  

სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო ღონისძიების ოგანიზებისათვის ითანამშრომლეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან ღონისძიების ბენეფიციართა შესარჩევად. ინიციატივის განხორციელებას, ასევე  მხარი დაუჭირა ქალაქ თბილისის ზოოპარკის დირექციმ, რომელმაც კლუბს გამოუყო ფართი ფილმის ჩვენებისათვის.

კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, არ შემოიფარგლონ ერთჯერადი აქციით და კვლავაც განახორციელონ მსგავსი აქტივობები სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად.

თბილისის მოზარდთა სახლი