შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ადაპტირებული ვერსია

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  კონვენციის ადაპტირებული ვერსიის შექმნის იდეა, გასულ სასწავლო წელს, ერთ-ერთ სადისკუსიო შეხვედრაზე გაუჩნდათ  ქუთაისის სხვადასხვა  სამოქალაქო კლუბების წევრებს.  იდეა  კი, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად განახორციელეს.  
 
2012 წლის 31  აგვისტოს   ქუთაისის სამოქალაქო კლუბები ადაპტირებული ვერსიის შესაქმნელად შეიკრიბნენ. ვერსიაზე სულ 30 მოსწავლე მუშაობდა, რომლებიც ჯუგფებში გადანაწილდნენ და სამუშაოდ ცალკეული მუხლები დაინაწილეს. მოსწავლეებმა ადაპტირებული ვერსიას ჩანახატებიც დაურთეს.  
 
,,ჩვენ ვთვილით, რომ ძალიან კარგი და სასარგებლო საქმე გავაკეთეთ, იმიტომ, რომ კანონის ენა ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია. ადაპტირებული ვერსია კი ყველასათვის გასაგენ ენაზე შევქმენით. ადაპტიერებული  კონვენციის ელექტრონული ვერსიის გავრცელებაზეც ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეძლოს მისი ნახვა“. ზაზა ზანგურაშვილი, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი. 

წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი