ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სურამში

2012 წლის 1 ოქტომბერს,  ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სურამის მე-2 და მე-3 სკოლის სამოქალაქო კლუბების ინიციატივით განხორციელდა  საქველმოქმედო ღონისძიებები მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად.

სურამის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან „მადლთან“ თანამშრომლობით დახმარება გაუწიეს თემში მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო საქმინაობებში გაუწიეს დახმარება, დაუკრიფეს ყურძენი და შეუკეთეს ღობე, ხოლო სურამის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  წევრები სოფელ ცოცხნარეთში ესტუმრნენ მარტოხელა ხანდაზმულს და სურსათ სანოვაგით  და ტკბილეულით მიულოცეს ეს დღე.

მოსწავლეებმა მთელი დღე ხანდაზმულებთან გაატარეს, რათა   გაელამაზებინათ და გაეხალისებინათ მათთვის ეს დღე.
 
საზოგადოება „ბილიკი“