სამოქალაქო კლუბის წევრების წარმატებული ინიციატივა ზუგდიდში

ზუგდიდის #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა წარმატებას მიაღწია, მოსწავლეების ინიციატივისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად მოგვარდა თემისა და სკოლის დიდი ხნის პრობლემა, სანაგვე ურნების არ არსებობა სკოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვევდა გარემოს დაბინძურებას და ანტიჰიგიენური გარემოს შექმნას.
 
ზუგდიდის #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრემბა გადაწყვიტეს ამ პრობლემის მოგვარება და  წერილობით მიმართეს ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის უფროსს, ბატონ  ნუგზარ მალაშხიას.  კლუბის წევრების ინიციატივა დაკმაყოფილდა და კეთილმოწყობის სამსახურმა გამოყო 2 სანაგვე ურნა, რომელიც დაიდგა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
 
ასოციაცია „ათინათი“