ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან ზუგდიდში

2012 წლის 28 სექტემბერს, ზუგდიდში, ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩი საქართველოში ბ-ნი რიჩარდ ნორლანდი შეხვდა   GLC-ის  სასწავლო ცენტრის   სამოქალაქო კლუბის წევრებს. შეხვედრა გაიმართა  ასოციაცია „ათინათში“. შეხვედრის დროს მოსწავლეებმა  ბატონ ელჩს გააცნეს საკლუბო საქმიანობის შესახებ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
 
ბ-ნმა რიჩარდ ნორლანდმა კლუბის წევრებს  მოუწონა სამოქალაქო აქტივობა და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან სასიკეთო საქმეს  აკეთებენ და მეტი  ახალგაზრდა უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის მშენებლობაში.
 
ასოცოაცია „ათინათი“