ღია კარის დღე ფოთში მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში

2012 წლის 24 სექტემბერს ასოციაცია „ათინათმა“ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში არსებული მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ  ღია კარის დღე მოაწყო ქალაქ ფოთის #2 საჯარო სკოლაში. 
 
ღონისძიებას უძღვებოდა მცირე გრანტების კოორდინატორის ასისტენტი და სამოქალაქო კლუბების კოორდინატორის ასისტენტი. ღონისძიებას დაესწრნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და აქტიური მოსწავლეები, სულ 21 ადამიანი. 
 
ასოციაცია "ათინათი"