სტაჟირების პროგრამა სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეებისათვის

2012 წლის 2-10 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა  გადამზადების პროგრამის ფარგლებში „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრთან“  თანამშრომლობის საფუძველზე სამოქალაქო კლუბის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში  სტაჟირება გაიარეს და შეისწავლეს როგორ ხდება, ნაკლები დანახარჯებით სახლის დათბუნება და ბინის თბოიზოლაცია, რაც სამცხე-ჯავახეთის კლიმატური პირობების გათვალისწინებით ძალზე აქტუალურია.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავდა სამოქალაქო კლუბის  წევრებისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერების უკეთ გაცნობას და შემდეგში  პრაქტიკაში გამოყენებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს საკუთრ სახლებში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და ნასწავლი ტექნოლოგიები დანერგონ საკუთარ რეგიონში. 

სტაჟირების პროგრამის ხელშეწყობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ  პრაქტიკულად ენახათ,  როგორ იქმნებოდა  მზის კოლექტორები და როგორ ხდება საცხოვრებელი სახლების დათბუნება.   ხშირად იმართებოდა სამუშაო შეხვედრები, რომელსაც  ესწრებოდა ბატონი  ნუგზარ თათეშვილი, „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“  დირექტორი.  
 
სულ სტაჟირების პროგრამაში ჩართული იყო ახალციხის სამოქალაქო კლუბის 17 წევრი. 

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი