დემოკრატიის საერთაშორისო დღე ბათუმში

2012 წლის 15 სექტემბერს , ბათუმში,  აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა აღნიშნეს დემოკრატიის საერთაშორისო დღე.    სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ზღვისპირა პარკში  მყოფ მოქალაქეებს  მიულოცეს ეს დღე, ესაუბრნენ დემოკრატიის არსსა და მნიშვნელობაზე, დაურიგეს სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივით დამზადებული საინფორმაციო ბროშურები  და  მოუწოდეს აქტიური მოქალაქეობისკენ.   
    
გაერო–ს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 8 ნოემბერს 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღედ დააწესა.  მას შემდეგ ეს დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. 
 
"ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით გვსურს შევუერთდეთ მსოფლიო ახალგაზრდებს და ერთიანი ძალებით ვაშენოთ აქტიური, დემოკრატიული საზოგადოება“–ხატია თენიეშვილი, ბათუმის #8 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო  კლუბის ლიდერი. 

ღონისძიება ჩატარდა  ბათუმის  #2, #8,  რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის სამოქალაქო კლუბების ინიციატივით. 
 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.