დასუფთავების აქცია სამცხე-ჯავახეთში

2012 წლის 14 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთობლივი დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის, პროექტის „დავასუფთაოთ მსოფლიო!“ , „დავასუფთაოთ საქართველოს!“ წარმომადგენლები და სამოქალაქო კლუბების წევრები.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქალაქ ახალციხის სხვადასხვა უბნები აირჩიეს დასასუფთავებლად.  დასუფთავების აქციის შესახებ მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით აცნობეს მოსახლეობას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა დახმარება გაუწია სამოქალაქო კლუბის წევრებს და უზრუნველყო შეგროვილი ნაგვის ტრანსპორტირება.
 
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი