ვიზიტი ახალციხის იუსტიციის სახლში

2012 წლის 7 სექტემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  ფარგლებში,  მოეწყო ვიზიტი ახალციხის იუსტიციის სახლში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ახალციხის, ასპინძის, აწყვიტის, უდის, ბორჯომის, ახალქალაქის  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებში აქტიურად ჩართულმა მოსწავლეებმა.

სამოქალაქო კლუბის წევრები გაეცნენ იუსტიციის სახლის შიდა სტრუქტურას,  მუშაობის პრინციპებს, ნახეს ფილმი „მომავლის საქართველო“ და მიიღეს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.

მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა იუსტიციის სახლის მენეჯერი ნიკოლოზ  ბეგიშვილი.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეების აქტიურად ჩართვა  საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი