„გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“- ინიციატივა

ახალ მოძრაობას „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“  ჩაეყარა  საფუძველი და იგი მიზნად ისახავს სომოქალაქო კლუბების მიერ ერთობლივი  ინიციატივების განხორციელებას. 
 
ამ ინიციატივის  ფარგლებში 2012 წლის 15 სექტემბერს ქვემო ქართლის რეგიონში გაიმართა პირველი ქსელური აქცია - სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება.  აქციის შესახებ წინასწარ ინფორმაცია მიეწოდათ პარტნიორ სკოლებს, რომლებიც ენთუზიაზმით შემოუერთდნენ ქსელურ აქტივობას. შედეგად - დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო რეგიონის 34-მა სკოლამ, სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა, თემის სხვა წევრებმა. ჯამში 550-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქტივობაში.
 
აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა - რუსთავის მერიამ გამოყო მანქანა სკოლის ეზოებში შეგროვილი ნაგვის გასატანად, კაზრეთის რწმუნებულმა  კლუბის წევრებს ნაგვის პარკები და ხელთათმანები გადასცა და თავადაც აქტიურად ჩაერთო დასუფთავების აქციაში;  წალკის #1 საჯარო სკოლის დასუფთავების აქციაში  იღებდნენ მონაწილეობას  ადგილობრივი სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსი და გამგეობის წევრები; ვახტანგისის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზო ადგილობრივმა დეპუტატმაც დაასუფთავა.
 
მოძრაობა „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“ წარმატებულად დაიწყო, უახლოეს მომავალში კიდევ მრავალი ქსელური აქტივობა იგეგმება რეგიონში, რომელშიც კიდევ უფრო მეტი სკოლები ჩაერთვებიან.
 
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია