ღია კარის დღე ზუგდიდში

2012 წლის 14 სექტემბერს, ასოციაცია „ათინათმა“ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში არსებული მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ  ღია კარის დღე მოაწყო. 
 
ღია კარის დღე ჩატარდა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დახმარებით. 
 
სკოლის დირექტორებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ. პროგრამის ასისტენტი მცირე გრანტების კომპონენტში მათ ვრცლად  ესაუბრა ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ. დირექტორებს დაურიგდათ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ბიულეტენი, საგრანტო თემების ჩამონათვალი და ასევე საგრანტო აპლიკაციის ფორმა. 
 
დირექტორებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩაერთონ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. რამდენიმე მათგანმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა „ათინათისა“ და პროგრამის მიმართ, სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერის გამო. 
 
ღია კარის დღეს დაესწრო ქალაქ ზუგდიდის პარტნიორი სკოლის ყველა დირექტორი. 
 
ასოცოაცია „ათინათი“