დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო

2012 წლის 14 სექტემბერს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები ზუგდიდში შეუერთდნენ დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქის სკოლების აქტიური კლუბების 30-მდე მოსწავლემ. მათ დაასუფთავეს ასოციაცია „ათინათის“ მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის ადმინისტრაციამ და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა დაწესებულებების წარმომადგენლებმა. 

ღონისძიებას ასევე შეუერთდნენ ფოთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები,  რუხის საჯარო სკოლისა და აბაშის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები. მათ დაასუფთავეს თავიანთი სკოლების მიმდებარე ტერიტორიები. 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა რადიო „ათინათის“ ახალ ამბებში. 

აქციაში სულ მონაწილეობა მიიღო პარტნიორი სკოლის 60-ზე მეტმა მოსწავლემ. 

საზოგადოება „ათინათი“