საჯარო დებატები ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბებს შორის

2012 წლის 14 სექტემბერს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა საჯარო დებატები ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბებს შორის  თემაზე: „არჩევნებში მონაწილეობა კანონით სავალდებულო უნდა იყოს“.  მონაწილეებმა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში მოწყობილ დებატების და საზაფხულო სამოქალაქო ბანაკში ყოფნისას გაიღრმავეს დებატებისა და საჯარო გამოსვლების უნარები და დაგეგმეს ერთობლივი  აქტივობები. დებატებში მონაწილეობა მიიღო 50-მა მოსწავლემ ორივე რეგიონიდან.
 
"ძალიან იშვიათია შემთხვევა, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში  ვინმე  მსჯელობდეს არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულებაზე, არჩევნების ორგანიზების ფორმებზე და სხვა მსგავს თემებზე, დღევანდელი დებატები გვარწმუნებს იმაში, რომ აქტიური მოქალაქეების თაობა იზრდება" - განაცხადა შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო დებატების ექსპერტმა ქ-მა ნინო ბერიშვილმა.
 
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია