სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობით თბილისში დაფუძნდა Oikos Junior-ი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თბილისის რეგიონის სამოქალაქო კლუბების ლიდერები მაგდა ლორია, ნინო ჩიტიშვილი, ალექსი კუპრაძე, ანა არაბული, ანი ბედინაშვილი და ვაკო ლორია შეხვდნენ Oikos International-ის  თბილისის ოფისის პრეზიდენტს ლევან ფანგანს და გააცნეს საკუთარი კლუბური მუშაობის პრინციპები და საქმიანობა. ბ-მა ლევანმა დადებითად შეაფასა მოსწავლეების სამოქალაქო აქტივობები  და გამოთქვა სურვილი დაეარსებინათ თბილისში Oikos Junior.  

2012 წლის სექტემბერში დაარსდა Oikos Junior-ი  და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდნენ სამოქალაქო კლუბების ზემოაღნიშნული ლიდერები. Oikos Junior-ი მიზანმიმართული იქნება მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ეკოლოგიურ პროექტებზე და სულ მალე დაიწყებს მათ განხორციელებას.  

კლუბების წევრები გეგმავენ Oikos Junior-ის პროექტების განახორციელებაში ჩართონ თანატოლები სხვადასხვა სამოქალაქო კლუბებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. სამოქალაქო კლუბების ლიდერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათი ასეთი აქტიური საქმიანობა და მოტივაცია ერთმნიშვნელოვნად განაპირობა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში მათმა ჩართულობამ და აქტიურმა მონაწილეობამ, სადაც ჩამოუყალიბდათ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია და უნარ-ჩვევები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში საკუთარი ღირსეული წვლილის შესატანად.
 
თბილისის მოზარდთა სახლი