ბირთვული ტესტირების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ბათუმში

ბირთვული ტესტირების წინააღმდეგ ბრძოლის დღე–29 აგვისტო ,  კონფერენციით აღნიშნეს სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა.  კონფეენციაში – „ბირთვული ტესტირება და სამოქალაქო საზოგადოება“  მონაწილეობას ღებულობდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები.  აღნიშნული კონფერენცია მოზარდებში ბირთვული ტესტირებებისა და მათი ზიანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.  აღნიშნული კონფერენცია ქ. ბათუმის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მზეკაბანის“ ინიციატივით განხორციელდა. 
 
„ძალიან მიხარია რომ მომეცა  საშუალება  მონაწილეობა მიმეღო  დღევანდელ კონფეენციის დაგეგმვასა და განხორციელებაში.  ჩვენს თანატოლებს, უფროსებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს მოვუწოდებთ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ გარემოზე. მოვისმინე სამოქალაქო კლუბების საინტერესო მოხსენებები, ბევრი ინფორმაცია ახალი იყო ჩემთვის. ეს დღე რამდენადაც ვიცი მთელს დედამიწაზე სხვადასხვა სახის აქტივობებით აღინიშნება და ჩვენ, აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბები დღევანდელი კონფერენციით  ვეხმაურებით მას“ ხატია თენიეშვილი, ქ. ბათუმის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი. 
 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი