შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბების წევრთა ფორუმი

2012 წლის 4 სექტემებრს  გორში შიდა ქართლის  „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრთა  ფორუმი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა   სამოქალაქო კლუბებს შორის   თანამშრომლობის გაღრმავებას,   საუკეთესო გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებას და  კოორდინებული მუშაობის დაგეგმვას.   

ფორუმზე   სამოქალაქო განათლების ბაზალეთის, ურეკის, ბაკურიანში დებატებისა და საჯარო გამოსვლების  და  სოციალური მედიის ტრენინგის - ბანაკის მონაწილეებმა გააკეთეს პრეზენტაციები და  გაუზიარეს თანატოლებს ბანაკში მიღებული  გამოცდილება და შთაბეჭდილებები.  

ფორუმზე მოხდა აზრთა გაცვლა, მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს საერთო ინიციატივებზე,  რაც ხელს  შეუწყობს სხვადასხვა სკოლების დაახლოებას და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.  იმსჯელეს მცირე საგრანტო კონკურსის საპროექტო თემებზე,  რომელსაც სამომავლოდ განახორციელებენ.   

ფორუმზე საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენელმა მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

 ფორუმს   ესწრებოდა შიდა ქართლის  21 პარტნიორი  სკოლის  სამოქალაქო კლუბის 40 წევრი.   

საზოგადოება „ბილიკი“