ერთი დღე ერგნეთის ბავშვებთან

2012 წლის 27 აგვისტოს, შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბის 8 ლიდერი  სოფელ ერგნეთში არსებულ ბანაკს ესტუმრა.   
საზაფხულო ბანაკში  სხვადასხვა ასაკის 70-მდე  ბავშვი, იძულებით გადაადგილებული  ოჯახებიდან არაფორმალური განათლების საშუალებით ღებულობდა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.  ბანაკში სტუმრობის მიზანი ერგნეთელი ბავშვების  გაცნობა და მათი საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართვა იყო, ამიტომ ბავშვები სამოქალაქო კლუბის წევრებს დიდი სიხარულით შეხვდნენ. 
 
სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა ბანაკის მონაწილე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის გამართეს  სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია და  ჩაატარეს    ტრენინგი თემაზე „აქტიური მოქალაქე-ლიდერობა“, სადაც  მოზარდები აქტიურად  ჩაერთვნენ და მზაობაც გამოთქვეს გაერთიანდნენ მათი სკოლის სამოქალაქო კლუბებში. შემდეგ მხიარული სტარტები გაიმართა. 
 
დღის ბოლოს   ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი ნაკეთობები დაათვალიერებინეს და  მცირე კონცერტიც გაუმართეს.
 
საზოგადოება „ბილიკი“