სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ღონისძიება – მრგვალი მაგიდა

2012 წლის 6 სექტემბერს, ზუგდიდში,  ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის  რეგიონული ღონისძიება – მრგვალი მაგიდა, რომელსაც დაესწრო სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონის, პროგრამის პარტნიორი სკოლების, სამოქალაქო განათლების 20 პედაგოგი. შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების კონსულტანტი გიორგი გახელაძე.

მრგვალი მაგიდის თემა იყო სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა შეფასების ძირითადი პრინციპები. აღნიშნულ თემაზე გაიმართა დისკუსია, რომლის მოდერატორი იყო ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი – მაგდალინა თოდუა. 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები და გამოწვევები. შემდეგ გაიმართა დისკუსია მცირე ჯგუფებში. 

ღონისძიების მონაწილე პედაგოგებმა დასახეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმში მონაწილეობის სამომავლო გეგმები.  
 
ასოციაცია „ათინათი“