სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა

2012 წლის 4-5 სექტემბერს, თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა  დაგეგმა საქართველოს 11 რეგიონში საშემოდგომო რეგიონული ღონისძიებები, როგორიცაა მრგვალი მაგიდა და ღია გაკვეთილები. კომიტეტმა ასევე იმსჯელა ფორუმის შემდგომი განვითარების საკითხებზე. 
ფორუმის კომიტეტის გადაწყვეტილებით 6 - 20 სექტემბერს, საქართველოს თერთმეტივე რეგიონში,  ჩატარდება მრგვალი მაგიდა და განხილული იქნება სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა შეფასების ძირითადი პრინციპები და გაიმართება  დისკუსიები. 
განხილული იქნება სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების (2011-2012) შედეგები და გამოწვევები.  ჯგუფებში დისკუსიის მიზანი იქნება ჩამოაყალიბოს  სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ეფექტურად მომზადების იდეები.
მრგვალ მაგიდას წარუძღვება გიორგი გახელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტი.