სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგი ბაკურიანში

2012 წლის 24 აგვისტოს, დაბა ბაკურიანში,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  კიდევ ერთი ბანაკი გაიხსნა, რომლის ფარგლებში ჩატარდება სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგი. ტრენინგი განკუთვნილია იმ ახალგაზრდა ბლოგერებისათვის, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში უკვე განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები და გარკვეულ  წარმატებებსაც მიაღწიეს.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 11 რეგიონიდან, კონკურსის გზით, შეირჩა 33 მონაწილე. თითო რეგიონიდან 3 აქტიური ბლოგერი.

ტრენინგის მიზანია შეასწავლოს აქტიურ ბლოგერებს მათთვის ახალი, სოციალური მედიის ინსტრუმენტების (video advocacy, live streaming, online broadcasting)
 ეფექტურად გამოყენება და დაეხმაროს მათ რეგიონალური ქსელის შექმნაში.

მონაწილეთა ტრეინინგებს წარმართავს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სოციალური მედიის ექსპერტი სანდრო ასათიანი.

ბანაკის საზეიმო გახსნას უძღვებოდა მაკა ქემხაძე  „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ თავმჯდომარის მოადგილე. იგი მიესალმა მონაწილეებს - სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს და  გააცნო ბანაკის საქმიანობის განრიგი.
 
შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებმა გაუზიარეს თანატოლებს საკუთარი გამოცდილება და გასული სასწავლო წლის განმავლობაში სამოქალაქო კლუბების  მიერ განხორციელებული პროექტების და ინიციატივების წარმატებებზე ისაუბრეს.
 
ტრენინგი გაგრძელდება 2012 წლის 28 აგვისტომდე.

ბანაკის  ორგანიზება უზრუნველყო „საქართველოს ბავშვთა ფედერაციამ“.