ბანაკი „ჩირუხი –2012"

2012 წლის 21– 28 ივლისს, ბათუმის მერიის ორგანიზებით, შუახევის რაიონში გაიმართა სამთო ბანაკი „ჩირუხი-2012”. ბანაკში  მონაწილეობას ღებულობდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები (სულ 16 მოსწავლე) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები.  
 
ბანაკის მიზანი იყო ცხოვრების  ჯანსაღი წესის, სამთო ტურიზმისა და  მთამსვლელობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ბანაკის მონაწილეებმა დალაშქრეს 2500 მ. სიმაღლის მწვრევალი „მაღალმთა“.  ყოველი დღე დატვირთული იყო სპორტული აქტივობებით.
 
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების საქმიანობისა და ურთიერთობის  შედეგად გადაწყდა, რომ სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყებისთანავე, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსს (ასკა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.   
 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი