ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ბათუმში

2012 წლის 12 აგვისტოს, ბათუმში, აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.  ბათუმის ზღვისპირა პარკის გასწვრივ, სანაპიროზე  ღონისძიების  მონაწილეებმა მოხატეს ქვები და ღია ცის ქვეშ მოაწყვეს გამოფენა.   ღონისძიების მონაწილეებმა სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს მიულოცეს ეს დღე და   აქტიური მოქალაქეობისკენ მოუწოდეს.  
 
2012 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის გზავნილია „ვაშენოთ უკეთესი მსოფლიო ახალგაზრდებთან პარტნიორობით“. 
 
„აღნიშნული ღონისძიება რამოდენიმე სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. ჩვენ გვსურს შევუერთდეთ მსოფლიო ახალგაზრდებს და ერთიანი ძალებით ვაშენოთ ახალი და უკეთესი მსოფლიო, რაც თავისთავად ნიშნავს უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების შენებას.“–ნუკრი ქარცივაძე, დაბა ჩაქვის სასკოლო სამოქალაქო  კლუბის ლიდერი. 
 
 ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი