შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის სამოქალაქო კლუბების შეხვედრა

2012 წლის 10 აგვისტოს, ახალციხეში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლისა და   სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სასკოლო სამოქალაქო კლუბების  წევრების შეხვედრა გაიმართა. 
 
შეხვედრა მიზნად ისახავდა  ორი რეგიონის სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტებისა და ინიციატივების პრეზენტაციას,  გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის დანერგვას.
 
შეხვედრის  მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა ქ-ნმა მაკა სუდაძემ და საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელმა  ქ-ნმა მარიკა მღებრიშვილმა. 
 
 მოსწავლეებმა შიდა ქართლიდან სტუმრებს მადლობა  გადაუხადეს   საინტერესო დღისათვის,  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ურთიერთობის  გაგრძელების მიზნით ბლოგების  მისამართები გაცვალეს.