შეხვედრა წიგნის ავტორთან

2012 წლის 30 ივლისს, გორის, ხაშურის  და სურამის  საჯარო სკოლების სამოქალაქო  კლუბების  მოსწავლეები   შეხვდნენ  ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“ დამფუძნებელს და  წიგნის "ომის სხვა სახის" ერთ-ერთ ავტორს, ქ-ნ მეგი ბიბილურს. 

ქ-ნ მეგის  ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“  პროექტების განხორციელების დროს  შეხება ჰქონდა ომის დროს დაზარალებულ ადამიანებთან. მათთან საუბრისას  დაებადა მას იდეა შეეგროვებინათ  ადამიანების რეალური ისტორიები, რომლებიც ასახავდა თუ როგორ ეხმარებოდნენ კონფლიქტური მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს ომის დროს.   ეს იდეა ქ-ნმა მეგიმ   ქართულ-ოსური შეხვედრების დროს   ოს კოლეგებსაც გაუზიარა და წიგნის მომზადებაში  2 ოსი ჟურნალისტიც ჩაერთო. 

 "მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისტორია საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ ერთი მთავარი მსგავსება აქვთ - ის, რომ   ომის დროსაც შეიძლება  კეთილი საქმეების კეთება, მეგობრობა და ურთიერთდახმარება." -სთქვა ავტორმა შეხვედრის დროს.
 
 ქ-ნმა მეგი ბიბილურმა  ღონისძიების მონაწილეებს წიგნები უსახსოვრა და სთხოვა, რომ წიგნი მეგობრებსაც წააკითხონ. 
შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოება „ბილიკის“ და „მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“  წარმომადგენლები.
 
საზოგადოება „ბილიკი“