ბანაკი ურეკში

2012 წლის 30 ივნისიდან - 3 ივლისის ჩათვლით,  დაბა ურეკში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის 14 სამოქალაქო კლუბის ლიდერი მოსწავლის მონაწილეობით ჩატარდა საზაფხულო ბნაკი.  ბანაკის ორგანიზატორი იყო  საზოგადოება „ბილიკი“.

საზაფხულო ბანაკის  მიზანი იყო სტიმული მისცეს სამოქალაქო კლუბებში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს, უფრო მეტი წვლილი შეიტანონ სკოლისა და საზოგადოების სასარგებლო საქმიანობაში. საზაფხულო ბანაკი მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს  მოსწავლეებს გაუზიარონ  ერთმანეთს გამოცდილება და დასახონ სამომავლო  გეგმები და ერთობლივი ინიციატივები. 
  
 „აქტიური, ენერგიული და დამღლელი სასწავლო წლის შემდეგ, საუკეთესო პერიოდი იყო    ბანაკი  დაბა ურეკში,  სადაც სწავლასთან და მუშაობასთან ერთად კარგად დავისვენეთ, იქ ჩატარებულმა ტრენინგებმა კარგად დაგვანახა ჩვენი წინა წლის შეცდომები, ხოლო ცოდნა უფრო მეტად გაგვიღრმავდა.  ბანაკში დავსახეთ მომავალი წლის გეგმებიც, ახალი ინიციატივები, ვისწავლეთ, როგორ ვითანამშრომლოთ  სხვა ორგანიზაციებთან, ხელისუფლებასთან, ვიცოდით, ეს ბანაკი ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ ყოველი დღის ბოლოს ჩანაწერებს ვაკეთებდით და  დღიურში ვწერდით“_ ამბობს კასპის მე-2 საჯარო სკოლის ლიდერი ლიკა გალუსტაშვილი. 
 
მონაწილეებმა ბანაკში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და შთაბეჭდილებები სხვებსაც გაუზიარეს და საკუთარ ბლოგებზე განათავსეს: optimisti.wordpress.com, sal4you.wordpress.com,
 
ბანაკი მოეწყო  PH International - საქართველოს  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით.