აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი საზაფხულო ბანაკს ეწვია

 სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, დაბა ბაზალეთში, სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის, ბ-ნ სტივენ ჰეიკინის შეხვედრა ბანაკის მონაწილე მოსწავლეებთან.

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - „მე  აქტიური მოქალაქე“  ორგანიზებულია  PH International - საქართველოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით. ბანაკის მონაწილეები არიან უფროსკლასელი მოსწავლეები საქართველოს 11 რეგიონიდან.

შეხვედრის დროს ბ-ნმა სტივენ ჰეიკინმა ისაუბრა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობაზე საქართველოში. მან აღნიშნა, რომ წელს აშშ საელჩო   და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო  საქართველოსთან თანამშრომლობის 20 წლისთავს აღნიშნავს. ამჟამად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში 40 პროექტს ახორციელებს, რომელებიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. 

ბანაკის მონაწილეებმა სტუმარს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნეს და უამრავი კითხვა დაუსვეს აშშ-ში თავაინთი თანატოლების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის შესახებ.      

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი ჰიმნი შეასრულეს.