ჯანსაღი ცხოვრების წესი - შეხვედრა საზაფხულო ბანაკში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, დაბა ბაზალეთში, სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში  გაიმართა შახვედრა საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის ასისტენთან ქ-ნ ეკა ლალიაშვილთან.
 
ქ-ნმა ეკამ ბანაკის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის სხვადასხვა ასპექტებზე: თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების მავნებლობის,  ჯანსაღი და ვარგისიანი საკვების მიღებისა და ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ. მოსწავლეებმა ასევე ნახეს თემატური ვიდეო მასალა, რის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია.