სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის მესამე ნაკადი დაიწყო

ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, ჩატარდა სამოქალაქო განათლების  ბანაკის - „ მე აქტიური მოქალაქე“  მესამე  ნაკადის საზეიმო გახსნა. ბანაკი  გაგრძელდება 5 აგვისტომდე და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 11 რეგიონის 80 აქტიური კლუბის ლიდერი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
 
ბანაკი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქ-ნი მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი და გასული სასწავლო წლის განმავლობაში სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტების და ინიციატივების წარმატებებზე ისაუბრა.
 
შემდეგ, ბანაკის მონაწილეებმა გაუზიარეს თანატოლებს საკუთარი გამოცდილება. მოსწავლეები ერთმანეთს ცვლიდნენ და  კლუბებში განხორციელებულ საქმიანობებზე საუბრობდნენ.
 
საზაფხულო ბანაკი კიდევ ერთი საშუალებაა მოსწავლეებისათვის გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმისათვის.