ტრენინგი - რა არის დოკუმენტური ფილმი

2012 წლის 30 ივლისიდან  - 2 აგვისტომდე , თბილისის მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება ტრენინგი დოკუმენტური ფილმების სცენარების კონკურსის - „ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო განათლებაზე“, გამარჯვებული მოსწავლეებისათვის. 

დოკუმენტური ფილმების სცენარების კონკურსი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, სოციალური მედიის კომპონენტის ფარგლებში. მასში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების 27 მოსწავლემ, ხოლო  გაიმარჯვა 10  მოსწავლემ. 

ტრეინინგის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან საოპერატორო ხელოვნებას, ვიდეომონტაჟს და მიიღებენ დოკუმენტური ფილმების შესაქმნელად საჭირო ცოდნას. ტრენინგს უძღვებიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორები - თიკო ნაჭყებია და ნინო ორჯონიკიძე.

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ვიდეო პროდუქტის მომზადება, რათა მომავალში საკუთარი ძალებით შეძლონ ვიდეოსიუჟეტებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნა და მათ ხელთ არსებული სოციალური მედიის არხებით თავიანთი ნამუშევრის გავრცელება.  

ტრენინგის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს, საშუალება მიეცემა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღოს ფილმი. მათ დახმარებას გაუწევს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებული სტუდენტები, ხოლო ფილმის გადაღებასა და მონტაჟებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული რესურსებით მათ ასევე უზრუნველყოფს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).