სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2012 - მეორე ნაკადი

 ბაზალეთში, სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - "აქტიური მოქალაქე“ - მეორე  ნაკადი დაიწყო. ბანაკი 20-25 ივლისს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 11 რეგიონის 91 აქტიური კლუბის ლიდერი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
 
ბანაკის მონაწილეები შეხვდნენ   სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოების  ავტორებს - ნინო ბესელიას და ნინო ერემაშვილს. შეხვედრის თემა იყო  აქტიური მოქალაქეობა და თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ასევე, ბანაკის მონაწილე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს  რეკომენდაციები დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ. 
 
ბანაკის მონაწილეებისთვის გაიმართება სემინარი საგზაო უსაფრთხოების  თემაზე -  “საჭესთან ფხიზლად”,  რომელსაც გაუძღვება  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი - მაია ქობალია.