სამეგრელოს რეგიონში ინიციატივები გრძელდება

2012 წლის 4 ივლისს, დილის 10 საათზე, ზუგდიდის #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დასუფთავების აქცია. 

აქციის "მე ჩემი ქალაქისთვის” მიზანი იყო ქალაქის დასუფთავება-გალამაზება და საზოგადოების მოზიდვა ამ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. 

მოსწავლეებმა თხოვნით მიმართეს ზუგდიდის დასუფთავების სამსახურს, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას. მათ აქციის მონაწილეებს გამოუყვეს  ტრანსპორტი და სამუშაო იარაღები. 

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასრულებულია, მოსწავლეებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ ბევრი სასარგებლო ინიციატივა და აქცია ჩაატარონ.

აქციას ასევე შეუერთდა  ასოციაცია "ათინათის" თანამშრომლები, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, სულ 30–მდე ადამიანმა მიიღო ღონისძებაში მონაწილეობა.
 
ასოციაცია "ათინათი"