კახეთის და მცხეთა-მთიანეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბები დამეგობრდნენ

2012 წლის 12 ივნისს ბარისახოს საჯარო სკოლაში კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სასკოლო სამოქალაქო კლუბების ერთობლივი ღონისძიება შედგა.

ეს შეხვედრა კლუბის წევრთა გაცნობა-დამეგობრებასა და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

სტუმრებმა სკოლას გადასცეს  წიგნები პროექტის ფარგლებში განახლებული ბიბლიოთეკისათვის. ბარისახოს სკოლის ,,მცირე გრანტების“ პროექტით გარემონტებულ დარბაზში შეიკრიბნენ კახეთის რეგიონიდან 20 და მცხეთა-მთიანეთის  კლუბების 21 მოსწავლე, აგრეთვე, მასპინძელი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო თელავის #3, დედოფლისწყაროს, გურჯანის სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია.  ჩატარდა ტრენინგი დებატებში. თეორიული  ნაწილის შემდეგ გაიმართა დებატები მასპინძლების მიერ შერჩეულ თემაზე ,,ბარისახოში მისასვლელი გზის პრობლემა“. 

გარდა საქმიანი ნაწილისა, სტუმრებმა დაათვალიერეს ღირშესანიშნავი ადგილები. კლუბებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა გაგრძელდება.


ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი