"გაზაფხული ბედიანში"

თბილისის #6 საავტორო სკოლის სამოქალაქო კლუბმა,  მცირე გრანტის პროექტის ”გაზაფხული ბედიანში” ფარგლებში,  რომლის მიზანი იყო ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი ფსიქოლოგიური რეაბლიტაციისა და ჯანდაცვის ხელშეწყობა აწარმოა მოლაპარაკება სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან ბედიანის ბავშვების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის მიზნით.  მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგმა” ივნისის თვეში ერთი წლით დააზღვია ბედიანის ბავშვთა სახლის 12 აღსაზრდელი, რაც კლუბის საქმიანობისა და თვით მცირე გრანტის პროექტის  წარმატებული შედეგია.
 
გარდა ამისა, კლუბის წევრებმა გრანტის ფარგლებში შეიძინეს   საკანცელარიო მასალები, საქარგავი და სახატავი ნივთები, წიგნები და 23 აპრილიდან მაისის ბოლომდე #6 სკოლის 4 პედაგოგი და კლუბის 10 წევრი ყოველ შაბათს ჩადიოდა ბედიანში და ბავშვებს უტარებდა სხვადასხვა სახის სახალისო გაკვეთილს. მოსწავლეებმა, ასევე, უზრუნველყვეს ბედიანში ფსიქოლოგის ვიზიტიც.