სამოქალაქო განათლების ამერიკელი პედაგოგები საქართველოში

2012 წლის 26–29 ივნისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ამერიკელ ექსპერტებს: ჰარვუდის საშუალო სკოლის ასოცირებულ დირექტორს (ვერმონტის შტატი, აშშ) და PH Intarnational-ის ერთ–ერთ პირველ დამაარსებელს, სამოქალაქო და სოციალური მეცნიერების პედაგოგს ქეთრინ ქედველს მასპინძლობდა. მათ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაუტარეს მასტერკლასი თემაზე – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლება: რეალური პრობლემები და ამოცანები სამოქალაქო განათლებისათვის“.  სწავლების ეს მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ახალ საფეხურზეა ფოკუსირებული და სამოქალაქო განათლებაში თემის, საზოგადოების ჩართვას გულისხმობს. 

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს რეგიონებიდან 42 პედაგოგი მონაწილეობდა. ისინი ამერიკაში კარგად ცნობილ – სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდს ჰარვუდის დაწყებითი და ვერმონტის საშუალო სკოლების პროექტების მაგალითებზე გაეცნენ და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ის მოდულები შეარჩიეს, რომლებსაც საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში საგნის სწავლებისას გამოიყენებენ. 

კონკრეტული პროექტების განხილვისა და მათზე მსჯელობის გარდა ტრენინგები სხვადასხვა ტიპის თამაშებს და ვოდეოჩვენებებსაც მოიცავდა, რომლებიც სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების არსსა და უპირატესობებს წარმოაჩენდა. 

გარდა ამისა, ჯინ ბერტიომმა და ქეთრინ ქედველმა თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სამოდელო გაკვეთილიც ჩაატარეს. გაკვეთილის ვიდეოვერსია უახლოეს მომავალში ჩვენს პორტალზე განთავსდება.