სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის სტუმარი ქეთრინ ქედველი

 სამოქალაქო განათლების ბანაკს PH international-ის დამფუძნებელი  ქ-ნი ქეთრინ ქედველი ეწვია. ქ-ნი ქეთრინი სამოქალაქო განათლების პედაგიგია, რომელიც ჰარვუდის გაერთიანების საშუალო  სკოლაში დაქსბერიში, ვერმონტის შტატში სამოქალაქო და სოციალურ მეცნიერებებს ასწავლის.
 
შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა ბანაკის მონაწილეებს საკუთარ თავი გააცნო, ორგანიზაციის შექმნის ისტორიაზე ესაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
 
შეხვედრა საინტერესოდ წარმართა. მთავარი მესიჯი კი ის იყო, რომ არ უნდა დაელოდო სხვას, როდის გააკეთებს და შეცვლის სიტუაციას და აუცილებლად უნდა სცადო იდეების განხორციელება.
 
სტუმარმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად, ამერიკის და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების და ურთიერთთანამშრომლობის საკითხს შეეხებოდა. 
 
შეხვედრის დასასრულს ბანაკის მონაწილეებმა სტუმარს საკუთარ ემოციები პირადად გაუზიარეს და გადაიღეს  სამახსოვრო სურათები .