სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

2012 წლის 22 ივნისს სამცხე-ჯავახეთის  რეგიონში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი გაი ლავსონი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტესო დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენლები. ახალციხის 3-ე საჯარო სკოლაში რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს საკლუბო საქმიანობის პრეზენტაცია და ინიციატივებისა და აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. 

ქ-მა მარინა უშვერიძემ, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო პროგრამის შედეგები. 

სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს და შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბატონი გაი ლავსონი. მან ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის და მასში მოსწავლეების ჩართულობის მნიშვნელობაზე. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში საკლუბო კონკურსში გამარჯვებულ კლუბებს გადაეცათ სიგელები. ასევე სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა ბლოგების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა ქ-ნმა მაკა სუდაძემ აქტიური თანამშრომლობისათის მადლიერების სერტიფიკატი გადასცა ასპინძის მუნიციპალიტეტის  და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის,  რეგიონალური გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ და ტელე-რადიო კომპანია „მე-9 არხის“ წარმომადგენლებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია. ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.