თელავის 9-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

თელავის 9-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბმა  ქალაქში  გადასასვლელის საკითხის მოგვარება გადაწყვიტა. თელავის მშობელთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება მდებარეობს  ცენტრალურ გზადკეცილზე, სადაც არის ავტომობილების ინტენსიური მოძრაობა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი არ არის. ამ საკითხის მოგვარების მიზნით მოსწავლეებმა შეხვედრაბი ჩაატარეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. შემდეგ მათ წერილობით მიმართეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, განუმარტეს პრობლემა  და სთხოვეს ფეხით მოსიარულეთა გადასსავლელის მოწყობა. თელავის საგზაო სამმართველომ სამოქალაქო  კლუბის მიერ ინიცირებული საკითხი განიხილა  და ამჟამად თელავში რუსთაველის გამზირზე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წინ მოწყობილია  ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი.
 
თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი